Accessibility links

logo-print

საბერძნეთმა რეფორმების გეგმა უნდა წარმოადგინოს


საბერძნეთის ხელისუფლებამ დღეს უნდა წარმოადგინოს რეფორმების გეგმა იმისათვის, რომ საერთაშორისო დახმარება 4 თვით გაუგრძელდეს. ევროზონის სხვა წევრ ქვეყნებთან 20 თებერვლის შეთანხმებით, ათენს 23 თებერვლამდე საერთაშორისო კრედიტორთა სამეულისთვის - ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიისთვის უნდა წარედგინა თავისი წინადადებები. კრედიტორები გადაწყვეტენ შეესაბამება, თუ არა საბერძნეთის გეგმები 240 მილიარდ ევროიანი დახმარების გაგრძელების პირობებს.

XS
SM
MD
LG