Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს მეთვალყურეები დებალცევოში ნახევარი საათით შევიდნენ


ეუთოს წარმომადგენელი კატასტროფულთან მიახლოებულად აფასებს უკრაინის ქალაქ დებალცევოში არსებულ ვითარებას. უკრაინის აღმოსავლეთში ეუთოს მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, გასულ შაბათს მათ ექსპერტებს პირველად მიეცათ დებალცევოში მოხვედრის შესაძლებლობა. უცხოელი მეთვალყურეები აღნიშნავენ, რომ დებალცევოში არ არის სურსათი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები. ყველა შენობა ან დანგრეულია ან დაზიანებული. საერთაშორისო მეთვალყურეთ მისიამ დებალცევოში 30 წუთი დაჰყო. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მეთვალყურეებს ესმოდათ საარტილერიო ცეცხლის ხმა - უფრო ხშირად დებალცევოდან გარეთ მიმართული და რამდენიმეჯერ - დებალცევოსკენ მიმართული. მეთვალყურეთა მისიის ჯგუფს ჯერჯერობით არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია მხარეთა მიერ მძიმე ტექნიკის დაშორიშორების შესახებ, რადგან ეუთოს ჯერ სრულად არ მიუღია მოთხოვნილი ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG