Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანმა "ფეისბუკში" დაწერა ხარკოვის აფეთქებაზე


უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველმა მარკიან ლუბკივსკიმ „ფეისბუკზე“ დაწერა - 22 თებერვალს ხარკოვის ცენტრში მოწყობილი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებმა განაცხადეს, რომ იარაღი რუსეთიდან მიიღესო. ლუბკივსკის თანახმად, დაკავებული 4 პირი ორგანიზაცია „ხარკოველი პარტიზანების“ წევრია. მათი დაკავება კიდევ ერთი თავდასხმის მზადებისას მოხდა, როცა კლუბ „შმელის“ ცეცხლმტყორცნიდან დაცხრილვას აპირებდნენ. აღნიშნულ კლუბში იკრიბებიან ხოლმე უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სპეცოპერაციის მონაწილეები და მათი მხარდამჭერი მოხალისეები. ლუბკივსკის ინფორმაციით, დაკავებულებმა თქვეს, რომ ცეცხლმტყორცნი მათი ჯგუფის ლიდერმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მიიღო. ხარკოვის ცენტრში აფეთქება მოხდა 22 თებერვალს, როცა მიმდინარეობდა „ღირსების მსვლელობა“ უკრაინის ერთიანობის მხარდასაჭერად. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. ეუთოს მეთვალყურეთა მისიის წევრებმა მოინახულეს შემთხვევის ადგილი და განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. ხარკოვში 23 თებერვალს გლოვაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG