Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოსკარებით" დაჯილდოება დასრულდა


„ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალი დასრულდა. საუკეთესო ფილმად დასახელდა „ბერდმენი“. ოსკარი მიიღო ფილმის რეჟისორმა ალეხანდრო გონზალეზ ინიარიტუმაც, საუკეთესო რეჟისურისთვის. ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა ჯულიან მური ფილმში „ისევ ელისი“ შესრულებული როლისთვის. მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა ედი რედმეინს ფილმისთვის „ყველაფრის თეორია“. უცხოენოვან ფილმებს შორის ოსკარი მიიღო პოლონურმა „იდამ“, რომლის რეჟისორია პაველ პავლიკოვსკი. ამ ნომინაციაზე სხვა ფილმებთან ერთად წარდგენილი იყო ზაზა ურუშაძის „მანდარინები“.

XS
SM
MD
LG