Accessibility links

logo-print

დადგენილია ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპული ხუთი მებრძოლის ვინაობა


ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპული კიდევ ხუთი მებრძოლის იდენტიფიცირება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა და განსახლების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სულ გადმოსვენებულია 30 მებრძოლი. ამ დრომდე იდენტიფიცირებულია ცხრა, ხოლო დანარჩენების ვინაობის დასადგენად მუშაობა გრძელდება. დევნილთა სამინისტროს ცნობით, დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ოჯახებისათვის დაღუპულთა ნეშტების გადაცემის პროცედურას დაესწრება.

XS
SM
MD
LG