Accessibility links

logo-print

პრემიერმა გივი ჭიჭინაძე წარადგინა იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე


იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ვაკის რაიონის უკვე ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე დაიკავებს. აღნიშნულ პოსტზე ჭიჭინაძის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ამ თანამდებობაზე ორწლიანი მუშაობის შემდეგ მთავრობას გადადგომის მოთხოვნით გუშინ მიმართა.

XS
SM
MD
LG