Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თელასი“ და „ყაზტრანსგაზი“ არ აძვირებენ სამომხმარებლო ტარიფს


კომპანია "თელასი" და კომპანია "ყაზტრანსგაზი" სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებას არ აპირებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიების წარმომადგენლებმა განუცხადეს. კომპანია "ყაზტრანსგაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ეკა სარიას თქმით, კომპანია ამ ეტაპზე ტარიფის გადახედვას არ გეგმავს. "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ვალერი ფანცულაიას განცხადებით, თუკი ტარიფთან დაკავშირებით რაიმე იქნება შესაცვლელი, ამას სემეკი განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურების გამო, ექსპერტები ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავენ.

XS
SM
MD
LG