Accessibility links

logo-print

ჯონ კერიმ და ჯავად ზარიფმა ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები გამართეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ხანმოკლე, ორსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს თეირანის სადაოდქცეულ ბირთვულ პროგრამაზე. 22 თებერვალს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე პირველად მონაწილეობდნენ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი ერნესტ მონიზი და ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ალი აკბარ სალეჰი. როგორც ჯავად ზარიფმა უთხრა ირანელ ჟურნალისტებს, ეს იყო კარგი დისკუსია, თუმცა არაფერზე შეთანხმებულან მხარეთა პოზიციებს არსებული სხვაობის გამო. ახლოვდება მარტი, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა და ირანმა თეირანის ბირთვული პოროგრამის თაობაზე შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადად დაასახლეს.

XS
SM
MD
LG