Accessibility links

აშშ-ის სამხედრო- დიპლომატიური ელიტა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას განიხილავს


აშშ-ის წამყვანი სამხედრო პირები და დიპლომატები 23 თებერვალს გამართავენ შეხვედრას, რომელზეც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე იმსჯელებენ. კუვეიტში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დაგეგმილ შეხვედრას პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი ეშტონ კარტერი დააკვირდება. თავად შეხვედრაზე კი მიწვეულნი არიან ახლო აღმოსავლეთის აშშ-ის ძალების სარდალი ლოიდ ოსტინი, ბარაკ ობამას საგანგებო წარმომადგენელი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი კოალიციაში, გადამდგარი გენერალი ჯონ ალენი. ასევე ვაშინგტონის ელჩები ეგვიპტეში, იორდანიაში, კუვეიტში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში და საუდის არაბეთში. აღნიშნული შეკრება იმართება იმ ფონზე, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალები ლიბიაშიც გააქტიურდნენ და რამდენიმე სადამსჯელო ოპერაციაც განახორციელეს.

XS
SM
MD
LG