Accessibility links

გარკვეულ პროგრესზე იუწყებიან ირანის თაობაზე მოლაპარაკებიდან


გარკვეული პროგრესის მიღწევის შესახებ იუწყებიან ირანის და აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებმაც ჟენევაში მოლაპარაკება გამართეს თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ - თუმცა აცხადებენ, რომ წინ ბევრი სამუშაოა დარჩენილი საიმისოდ, რომ შეთანხმების მიღწევა დათქმულ ვადაში, 31 მარტამდე მოხერხდეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ამბობს, რომ ორდღიანი მოლაპარაკების დასასრული „საჭირო, კონსტრუქციული და სერიოზული“ იყო, თუმცა ასევე აცხადებს, რომ გასაკეთებელი ბევრი რამ რჩება. მოლაპარაკებების ფარგლებში ზარიფი პირისპირ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. ზარიფის განცხადებით, მოლაპარაკება შვეიცარიაში განახლდება, 2 მარტს. მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასა და ირანს შორის „გარკვეული პროგრესის“ მიღწევაზე იუწყება აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც.

XS
SM
MD
LG