Accessibility links

ერაყის ძალებმა ქალაქ ბაღდადიზე მიიტანეს იერიში


აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანი იუწყება, რომ ერაყის ძალებმა განახორციელეს შეტევა დასავლეთში მდებარე ქალაქ ბაღდადიზე, რათა ის „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან დაიბრუნონ. გენერალი ტერი ჯეიმსი, რომელიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანია აშშ-ის ხელმძღვანელობით ერაყსა და სირიაში მოქმედ კოალიციაში, ამბობს, რომ ბაღდადიზე შეტევაში მონაწილეობს 800-მდე ერაყელი სამხედრო, რომლებსაც აშშ-ის ავიაცია უმაგრებს ზურგს. ეს ქალაქი მიმდინარე თვეში დაიკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა. ჯეიმსის თქმით, ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინსვლა „შეჩერებულია“ და ამ ექსტრემისტულ ჯგუფს მხოლოდ მცირემასშტაბიანი თავდასხმების მოწყობა ძალუძს. გაერთიანებულმა ძალებმა 23 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 22 თებერვლის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განახორციელეს 25 საჰაერო შეტევა, ერაყსა და სირიაში.

XS
SM
MD
LG