Accessibility links

logo-print

ნინო გვენეტაძის მოსასმენად დანიშნული იურიდიული კომიტეტის სხდომა ორჯერ ჩაიშალა


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძისთვის უნდა მოესმინათ, გუშინ ორჯერ ჩაიშალა. სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. მოსმენაზე "ქართული ოცნების" წევრები არ მივიდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძემ ცნობით სხდომა სულ მცირე ერთი კვირით გადაიდო. "ქართული ოცნებიდან" სხდომაში მონაწილეობის მისაღებად არ მივიდნენ ზაქარია ქუცნაშვილი და კარლო კოპალიანი და ფრაქციამ არც მათი ადგილმონაცვლეები წარმოადგინა. ამის შემდეგ კომიტეტის სხდომა 19:00 საათისთვის დაინიშნა, თუმცა დარბაზში, სადაც კომიტეტი უნდა შეკრებილიყო, მხოლოდ ვახტანგ ხმალაძე, შალვა შავგულიძე და გიგა ბუკია მივიდნენ.

XS
SM
MD
LG