Accessibility links

logo-print

დააკავეს წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი


სამართალდამცავებმა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" 2013-2014 წლებში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი თამარ ფხოველიშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამავე საქმეზე დაკავებულია შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნათია ნავროზაშვილი.

XS
SM
MD
LG