Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ექსტრემისტებმა გაიტაცეს ათობით ასირიელი ქრისტიანი


იუწყებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში გაიტაცეს სულ მცირე 70 ასირიელი ქრისტიანი, რამდენიმე სოფლის დაპყრობის შემდეგ. ექსტრემისტებმა ჰასაკეს პროვინციაში, ქალაქ თალ ტამრთან ახლოს 23 თებერვალს დაიკავეს სოფლები, რომლებსაც მანამდე ქურთთა ძალები აკონტროლებდნენ. აქტივისტების განცხადებით, შეტევისას ტყვეებად წაყვანილი ქრისტიანების რაოდენობა 70-დან 100-მდე მერყეობს. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ჩრდილოეთ სირიაში და დასავლეთ ერაყში გასულ ზაფხულს დაიკავეს ტერიტორიები. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანი, ჯეიმს ტერი 23 თებერვალს აცხადებდა, რომ ერაყის ძალებმა დაიწყეს შეტევა ქალაქ ალ-ბაღდადის ექსტრემისტებისგან გამოსახსნელად. ალ-ბაღდადი ექსტრემისტებმა მიმდინარე თვეში ჩაიგდეს ხელში.

XS
SM
MD
LG