Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 5 800-ს მიაღწია კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკრაინაში


აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 800-ს მიაღწია. ამის შესახებ "უნიანის" ცნობით, ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს კოორდინატორი იტყობინება. ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლის აპრილიდან დღემდე დაიღუპა 63 მცირეწლოვანი. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი საერთო რიცხვი 14 500-ს აღწევს, მათგან 169 ბავშვია. ამას გარდა, მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო, საკუთარი საცხოვრებელი სახლი უკვე მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

XS
SM
MD
LG