Accessibility links

საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი გახდება


საქართველო ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe) წევრი ქვეყანა გახდება. როგორც „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დღეს ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტობას ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა Creative Europe-ის წევრი გახდება. სამინისტროს ინფორმაციით, Creative Europe ევროკავშირის ექსვწლიან პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ევროპული კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ სახვითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, სატელევიზიო, მუსიკის, ინტერდისციპლინარული ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის მხარდასაჭერად შეიქმნა.

XS
SM
MD
LG