Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროგრესზე იუწყებიან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებიდან


გარკვეული თაობაზე შესახებ იუწყებიან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებიდან, თუმცა დასძენენ, რომ წინ ბევრი სამუშაოა დარჩენილი საიმისოდ, რომ შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს. აშშ-ის და ირანის დიპლომატების ორდღიანი შეხვედრა 23 თებერვალს დასრულდა ჟენევაში, სადაც ასევე გაიმართა მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ის სულ მალე შეიტყობს, არის თუ არა თეირანი თანახმა, მისაღები დაშემოწმებას რომ ექვემდებარება, ისეთი მორიგება იქნეს მიღწეული, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეზღუდავს. ეს კერიმ განაცხადა, ჟენევაში, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფთან მოლაპარაკების შემდეგ. რუსეთის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, „იზრდება იმედი“, რომ თეირანი და ექვსი წამყვანი ქვეყანა მოახერხებენ ფართო შეთანხმების დათქმულ ვადამდე, 30 ივნისამდე მიღწევას. აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ თეირანთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც შეიზღუდება ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. თეირანი უარყოფს დასავლეთის ეჭვებს, რომ ის თავის სამოქალაქო ბირთვულ პროგრამას ატომური იარაღის შესაქმნელად იყენებს. შარშანდელ მოლაპარაკებებში ორ დათქმულ ვადაში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. წელს მოლაპარაკების მონაწილეები ცდილობენ პოლიტიკური ჩარჩო მარტის ბოლომდე შეათანხმონ, სრული შეთანხმება კი 30 ივნისამდე გაფორმდეს.

XS
SM
MD
LG