Accessibility links

ეუთო გმობს რუსეთში არასამთავრობოების სისტემატურ შევიწროებას


მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, დუნია მიატოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთში, მედიის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემატური შევიწროება „კიდევ უფრო დიდ საფრთხეს“ უქმნის მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას. 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში მიატოვიჩი „ძალიან შემაშფოთებელს“ უწოდებს მასმედიის დაცვის ცენტრზე და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებზე განხორციელებულ „გადაჭარბებულ ზეწოლას.“ მისი თქმით, „ბუნდოვანი საბაბებით მედიის ორგანიზაციების დისკრიმინაცია ფაქტობრივად გამოხატვის თავისუფლებას და თავისუფალ მედიას ზღუდავს.“ მისი განცხადებების ფონია ვორონეჟის რეგიონის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 9 თებერვალს მასმედიის დაცვის ცენტრის შემოწმება. ეს შემოწმება ნაწილი იყო ოფიციალური პროცედურისა, რომლითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოელი აგენტების“ სიას უნდა დაემატოს. მიატოვიჩის თქმით, მასმედიის დაცვის ცენტრი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ჟურნალისტებს, მოსამართლეებს, მედიის ადვოკატებს და სამართალდამცავ სტრუქტურებს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის ამ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG