Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეშნლი" საქართველოში დისკრიმინაციასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს


ადამიანის უფლებათა შესახებ „ამნესტი ინტერნეშნლის“ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 25 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოს შესახებ აღნიშნულია: „რელიგიური და სექსუალური უმცირესობები კვლავაც დისკრიმინაციასა და ძალადობას განიცდიდნენ და რამდენიმე შემთხვევაში ვერ შეძლეს, შეკრების უფლებით ესარგებლათ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ძალადობრივი თავდასხმების სამიზნეებად იქცნენ. კვლავაც ვრცელდებოდა განცხადებები პოლიციისა და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ, რაც ხშირად არასაკმარისად იყო გამოძიებული. კვლავაც ხშირია ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევები“.​

XS
SM
MD
LG