Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი ცდილობს, მოქალაქეებს სესხის ტვირთი შეუმსუბუქოს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ დოლარებში, ხოლო შემოსავალი - ლარებში. ამის შესახებ, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. დღეს ის დახურულ კარს მიღმა შეხვდა 20 კომერციული ბანკის წარმომადგენლებს. „საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს, რათა რაღაც შვება იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში“, - განაცხადა ქადაგიძემ.

XS
SM
MD
LG