Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი: „ველოდებით, რომ მოვისმენთ შექმნილი ვითარებიდან ეფექტიანად გამოსვლის გეგმას“


საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის ელის, რომ მოისმენს შექმნილი ვითარებიდან ეფექტიანად გამოსვლის გეგმას. ეს განცხადება პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან, ეროვნული ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნაზე საუბრისას გააკეთა. ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ მარგველაშვილს მიმართა მოწოდებით, 27 თებერვლისთვის მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც გაიმართება მსჯელობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყანში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე. პრეზიდენტის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსტიტუციით გათვალისწინებულ 24-საათიან ვადაში იქნება მიღებული.

XS
SM
MD
LG