Accessibility links

logo-print

საჯარო სკოლებში მიიღებენ ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ


მომავალ სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლების პირველ კლასებში მიიღებენ ბავშვებს, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრამდე (14 სექტემბრის ჩათვლით) შეუსრულდებათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსის“ სააგენტო იუწყება, რომ სკოლებში სწავლა ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კანონი გამონაკლისის დაშვებას არ ითვალისწინებს და ხუთი წლის ბავშვები სკოლებში არ დაიშვებიან.

XS
SM
MD
LG