Accessibility links

logo-print

უკრაინის ჯარის ინფორმაციით, სეპარატისტები აგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას


უკრაინის ჯარის ინფორმაციით, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას, თუმცა დარღვევის შემთხვევები ბოლო დღეებში შემცირდა. 25 თებერვალს უკრაინის ჯარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სეპარატისტებმა სოფელი პაპაიასნაია დაბომბეს და სოფელ შიროკინოში, ქალაქ მარიუპოლთან ახლოს, უკრაინის პოზიციებზე შეტევას აგრძელებენ. უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ ფრონტის ხაზიდან მანამდე არ გაიტანს მძიმე შეიარაღებას, სანამ ბრძოლა არ შეწყდება. 24 თებერვალს სეპარატისტებმა თქვეს, რომ იწყებენ მძიმე შეიარაღების გატანას, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. კიევი შეშფოთებულია იმით, რომ სეპარატისტების მიერ ქალაქ დებალცევოს დაკავებამ ხელი შეუწყო იარაღის გადატანას მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 25 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთოს მოუწოდა, დაადასტუროს ფრონტის ხაზიდან მძიმე შეირაღების გატანა და თქვა, რომ კიევმა უნდა გაატაროს კონსტიტიუციური რეფორმები, როგორც ამას მინსკში მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG