Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ავღანელების ერთ მესამედს აწამებენ და არაჰუმანურად ეპყრობიან


გაეროს ინფორმაციით, იმ ავღანელთა მესამედი, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილი, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ობიექტები ხდებიან. 25 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთში გაეროს დახმარების მისია წერს, რომ გამოკითხული 790 დაკავებულიდან 278-მა თქვა, რომ 2013-2014 წლებში ისინი აწამეს. წინა წლებთან შედარებით, როცა დაკავებულების ნახევარი იუწყებოდა მსგავსი შემთხვევების შესახებ, წამების შემთხვევები შემცირებულია. წამება გამოიყენება საჭირო ინფორმაციის მისაღებად და მოიცავს განუწყვეტლივ ცემას, კედელზე ან ჭერზე ჩამოკიდებას, ელექტრულ შოკს და გაგუდვას. გაეროს თქმით, ამ მეთოდების გამოყენების მიმართ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ ხალხის წამება კვლავ გრძელდება. ავღანეთის მთავრობამ ეჭვქვეშ დააყენა გაეროს მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი ცნობა და განაცხადა, რომ წამება და სხა არაჰუმანური მოპყრობა რიგ შემთხვევაში ცალკეული პირების მიერ იყო განხორციელებული და არ იყო დავალებული.

XS
SM
MD
LG