Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ 2024 წლამდე გააგრძელებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გამოყენებას


რუსეთი აცხადებს, რომ 2024 წლამდე გააგრძელებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გამოყენებას. 2014 წლის მაისში რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, დმიტრი როგოზინმა თქვა, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთის მთავრობა 2020 წლისთვის სადგურის დატოვებას აპირებდა. რუსეთის ფედერალური კოსმოსური სამსახურის, „როსკოსმოსის“, განცხადებით, 24 თებერვალს განხილული გრძელვადიანი კოსმოსური პროექტი სადგურის გამოყენებას 2024 წლამდე ითვალისწინებს. ამის შემდეგ რუსეთი აპირებს, საკუთარი „ორბიტული ბაზა“ შექმნას“. „როსკოსმოსი“ ასევე გეგმავს მთვარეზე დაშვებას 2030 წლისთვის. ამ გეგმაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.

XS
SM
MD
LG