Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს


წუხელ პარიზში ხუთი ობიექტის, მათ შორის აშშ-ის საელჩოს, „ინვალიდების“ სამხედრო მუზეუმისა და ეიფელის კოშკის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები იქნა შემჩნეული. ზოგიერთი მათგანი კამერით დააფიქსირეს. მასალებს გამომძიებელთა საგანგებო ჯგუფი შეისწავლის. გუშინწინ პარიზის თავზე კიდევ ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეამჩნიეს. ასეთი თვითმფრინავების ღამით ფრენა საფრანგეთში აკრძალულია. ხოლო, დღისით მას ოფიციალური ნებართვა სჭირდება. გასულ თვეში უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავდა პრეზიდენტის სასახლის თავზე და ბრეტანის ყურესთან, სადაც ბირთვული წყალქვეშა გემება განლაგებული. ოქტომბრიდან იანვრამდე საფრანგეთს 20-მდე უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაუფრინა.

XS
SM
MD
LG