Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ჯემილიოვი ნადია სავჩენკოს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


24 თებერვალს „გორდონ ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყირიმელ თათართა ლიდერმა მუსტაფა ჯემილიოვმა უკრაინელ პილოტ ნადია სავჩენკოს მიმართა და უთხრა, რომ რუსეთის მთავრობას შიმშილით თავს ვერ გამოაშვებინებს. „ნადია, შვილო, აზრი არ აქვს შიმშილობის გაგრძელებას. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, სადაც ადამიანური პრინციპები არსებობს“, თქვა ყოფილმა საბჭოთა დისიდენტმა, ჯემილიოვმა. 1966-86 წლებში მან ექვსჯერ მოიხადა ციხეში სასჯელი. ჯემილიოვს ძალით აჭმევდნენ საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი, 303-დღიანი შიმშილობის დროს. უკრაინელი ნადია სავჩენკო პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა შარშან დაატყვევეს და გადაიყვანეს რუსეთში. მას ორი ჟურნალისტის სიკვდილში სდებენ ბრალს. სავჩენკო ამბობს, რომ უდანაშაულოა და რუსეთს არავითარი უფლება არ აქვს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. 13 დეკემბერს მან პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, იქამდე გასტანს, სანამ მას არ გაათავისუფლებენ.

XS
SM
MD
LG