Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა სამხედრო წვრთნა ჩაატარა


ირანმა ჩაატარა სამხედრო წვრთნა, რომლის დროსაც აშშ-ის ავიამზიდის მოდელის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელეს. მანევრები 25 თებერვალს ჩაატარა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა. სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს, როგორ უტევენ რაკეტები და სწრაფმავალი კატერები აშშ-ის სამხედრო ხომალდის მოდელს. გუშაგთა ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამად ალი ჯაფარიმ თქვა, რომ სამხედრო წვრთნა უცხოეთის ჯარებისკენ მიმართული გზავნილია, რომელიც ირანის ძალას ცხადყოფს. 2014 წლის დეკემბერში ირანის არმიამ საზღვაო წვრთნა ჩაატარა ჰორმუზის სრუტესთან, სადაც მსოფლიოს ნავთობის ერთი მეხუთედი მოიპოვება. დასავლეთის საზღვაო დანაყოფებიც დროდადრო ატარებენ სამხედრო წვრთნებს სპარსეთის ყურეში.

XS
SM
MD
LG