Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გაზპრომთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებს გამოაქვეყნებს


ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარი, მაროშ შაფროვიჩი ამბობს, რომ ევროკომისია რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს. ევროკომისიამ 2012 წელს დაიწყო გამოძიება, როცა გაჩნდა ეჭვი, რომ გაზპრომი მონოპოლიის შექმნას ცდილობდა აღმოსავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში. ბრიუსელი დაინტერესებულია, რამდენად უშლიდა ხელს გაზპრომი ბუნებრივი აირის სვლას ევროპაში და ხელოვნურად ზრდიდა თუ არა ის გაზის ფასს ნავთობის ფასის მომატების გამო.

XS
SM
MD
LG