Accessibility links

logo-print

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა სავჩენკოს გათავისუფლებაზე


მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა მოშიმშილე უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს წინასწარი დაკავების შეწყვეტაზე. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სავჩენკო ციხეში 13 მაისამდე დარჩება. 2014 წლის ივნისში სავჩენკო პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტება შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში და შემდეგ გადაიყვანეს რუსეთში, სადაც მას ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობაში დასდეს ბრალი. სავჩენკო ამბობს, რომ უდანაშაულოა და არალეგალურად იქნა რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანილი. მან 13 დემბერს შიმშილობა დაიწყო. უფლებადამცველები, სავჩენკოს ადვოკატები და ნათესავები შეშფოთებას გამოთქვამენ სავჩენკოს გაუარესებული ჯამრთელობის გამო. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სავჩენკო ციხეში 13 მაისამდე იქნება, ის ვერ გადარჩება.

XS
SM
MD
LG