Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაბუშერის აეროპორტში დაღუპული ხუთი პირი ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს


24 თებერვალს თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დაკრძალეს ბაბუშერის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპული ხუთი პირი: გიორგი ჩარგეიშვილი, მალხაზ ფირანიშვილი, ზურაბ მელიშიანი, რუსუდან ჩხეტიანი და კახა აბულიძე. მათი ნეშტები, წითელი ჯვრის ეგიდით გადმოასვენეს რამდენიმე თვის წინ აფხაზეთიდან. მათი ამოცნობა გენეტიკური ანალიზის შედეგად მოხერხდა. თვითმფრინავი აფეთქდა 1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის პერიოდში, ბაბუშერის აეროპორტში დაშვებისას, რასაც 108 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ცხედრების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG