Accessibility links

ნურსულთან ნაზარბაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 26 აპრილისთვის დანიშნა. ტელევიზიით გამოსვლისას ნაზარბაევმა განაცხადა, რომ თარიღის შეცვლის მიზეზი იყო წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, „ორივე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, 2016 წლისთვის იყო დანიშნული. ეს კი, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“. ყაზახეთის პარლამენტმა პრეზიდენტ ნაზარბაევს, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან უძღვება, მიმართა თხოვნით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რადგან ეს ქვეყნის სტაბილურობას შეუწყობდა ხელს. პარლამენტარები ამბობენ, რომ ყაზახეთის ნაზარბაევის კიდევ ერთი ვადით არჩევა სჭირდება, რათა ქვეყნის მწვავე ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

XS
SM
MD
LG