Accessibility links

logo-print

ავღანეთში ჩამოწოლილმა ზვავმა 80 ადამიანი იმსხვერპლა


ჩრდილოეთ ავღანეთში 24 და 25 თებერვალს ჩამოწოლილი ზვავების შედეგად 80-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა 100-მდე სახლი და გადაიკეტა მთავარი გზები. ზვავები ძირითადად პანჯშირის პროვინციის მოსახლეებს შეეხო. მეზობელ ტაჯიკეთში 24 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ზვავებს ქვეყანაში სულ ცოტა ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმავე მიზეზით ყირგიზეთში დაიღუპა რუსი ქალი, რომელიც მთებში დასასვენებლად იმყოფებოდა. ზამთრის მომაკვდინებელი ზვავები ავღანეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში საკმაოდ ხშირია.

XS
SM
MD
LG