Accessibility links

logo-print

ნატოს სარდალი: “რევანშისტული“ რუსეთი არღვევს წესებსა და პრინციპებს


ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი ვარაუდობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, სხვა მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციაც გამოიწვიოს, თუ დასავლეთი სათანადოდ მკაცრ პასუხს არ გასცემს უკრაინასთან მიმართებით მისი მოქმედების გამო. გენერალმა ბრიდლავმა ეს შეფასება გამოთქვა ვაშინგტონში, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. „რუსეთს დასკვნები გამოაქვს მის მოქმედებაზე ჩვენი პასუხებიდან. თუ ჩათვლის, რომ თავისთვის სასურველი შედეგები მიიღო, ამან შესაძლოა წააქეზოს, რომ იგივე მოიმოქმედოს სხვაგანაც“, - განაცხადა ბრიდლავმა. მისივე თქმით, „რევანშისტული“ რუსეთი უხეშად არღვევს წესებსა და პრინციპებს, რომლებსაც ათწლეულებია ეფუძნება ევროპული უსაფრთხოება.

XS
SM
MD
LG