Accessibility links

სააკაშვილი ვაშინგტონში მართავს შეხვედრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვაშინგტონში ხვდება ამერიკელ ოფიციალურ პირებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოთხოვნით კანონმდებლების მზარდ ზეწოლაზე სასაუბროდ. სააკაშვილმა 25 თებერვალს დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე, რომ ამდენი კანონმდებელი არასოდეს დათანხმებია მასთან შეხვედრას - პრეზიდენტობის დროსაც კი. სამ დღეში 34 შეხვედრა მქონდაო, წერს სააკაშვილი. აშშ-ის კონგრესის ბევრი გავლენიანი წევრი ემხრობა უკრაინის მთავრობისათვის იარაღის მოწოდებას, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან დაპირისპირებაში მხარდასაჭერად. ვაშიგნტონი მოსკოვს ადანაშაულებს სეპარატისტების დახმარებაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ 21 თებერვალს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაკი განიხილავს უკრაინის ჯარებისათვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობს.

XS
SM
MD
LG