Accessibility links

პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევა საჭიროდ არ მიიჩნია


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას საჭიროდ არ მიიჩნევს. გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოებას სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა წარუდგინოს. პრეზიდენტის ცნობით, მთავრობა აღნიშნულ გეგმაზე მუშაობს და საზოგადოებისთვის მის წარდგენას უახლოეს მომავალში, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულების შემდეგ გეგმავს.

XS
SM
MD
LG