Accessibility links

logo-print

დააკავეს ყალბი ლარის დამზადებაში ეჭვმიტანილები


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით ბრალდებულები სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სისტემატიურად ახდენდნენ ყალბი 20, 50 და 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას და შემდგომ მათ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი ლარის კუპიურების გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ. ძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით

XS
SM
MD
LG