Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გაიმართება აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა


ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დღეს პრაღაში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა. ზურაბ აბაშიძემ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დღის წესრიგის მთავარ თემად დაასახელა 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განხორციელების გზები. საქმე ეხება 2011 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტების პაკეტს. ამ შეთანხმებით, შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს საბაჟო ადმინისტრირება საქართველო-რუსეთის საზღვარზე სამი სავაჭრო დერეფნის მიმართულებით და მხარეებს ინფორმაცია მიაწოდოს ტვირთების თაობაზე. „თუკი ეს პროექტი განხორციელდა, თუკი მართლაც ჩადგა ეს შვეიცარიული კომპანია, მისი წარმომადგენლები ამ სამი სავაჭრო მიმართულებით - საუბარია ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არსებულ ლეგალურ მარშრუტზე, ყაზბეგის - თუკი ეს მოხდება, ჩვენ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტვირთები შედის იგივე აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში“, განმარტა ზურაბ აბაშიძემ ინტერვიუში, რომელიც 25 თებერვალს შემოგთავაზეთ რადიო თავისუფლების ყოველკვირეულ პროგრამა „დაბრკოლების ზოლში“.

XS
SM
MD
LG