Accessibility links

"საქართველოს ბანკი" ფიზიკურ პირებს სთავაზობს სესხის დაფარვის ახალ პირობებს


"საქართველოს ბანკი" ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული, ახალ პირობებს სთავაზობს. როგორც პრესკონფერენციაზე "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა განაცხადა, პირებს, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში, შემოსავალი კი - ლარში, აგრეთვე, აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, შეუძლიათ, მიმართონ ბანკს, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადას. ასეთი შეთავაზება, გილაურის თქმით, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ლარში ყოველთვიურად გადაიხადონ იგივე თანხა, რასაც დევალვაციამდე იხდიდა. ამასთან, მომხმარებელს შეუნარჩუნდება არსებული საპროცენტო განაკვეთი.

XS
SM
MD
LG