Accessibility links

logo-print

თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსი" სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, დავით ლომიძემ დაკავებული თანამდებობა გუშინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვინ დაიკავებს დავით სერგეენკოს მოადგილის პოსტს, როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ჯერ ცნობილი არ არის. დავით ლომიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2007 წლიდან მუშაობდა.

XS
SM
MD
LG