Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს მისთვის ახალი სანქციების დაწესების გეგმას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა დასავლელი ოფიციალური პირები მუქარის გამო, რომ მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებენ, თუ ის არ შეცვლის პოლიტიკას უკრაინის მიმართ. „რაც შეეხება ზოგი დასავლელი მოღვაწის, კერძოდ ჯონ კერისა და დონალდ ტუსკის განცხადებებს, ახალი სანქციებით მუქარას, ვფიქრობ, ძალიან მარტივად შეიძლება ყველაფრის ახსნა: ცდილობენ კვლავ გააძლიერონ ისტერიული ატმოსფერო, გადაიტანონ ყურადღება მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობიდან“, განაცხადა ლავროვმა 26 თებერვალს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლავროვის ამ განცხადებამდე, 25 თებერვალს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამერიკელ კონგრესმენებს უთხრა, რომ „რუსეთიც და მის მიერ მხარდაჭერილი ძალებიც შორს არიან შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებიდან". მინსკში 12 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების მიზანია, ბოლო მოეღოს კონფლიქტს, რომელმაც შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინაში 5600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG