Accessibility links

logo-print

სირიაში მძევლად აიყვანეს 200-ზე მეტი ქრისტიანი


სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში მძევლად აიყვანეს, სულ ცოტა, 220 ქრისტიანი ასირიელი. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, ექსტრემისტებმა მძევლები აიყვანეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ სირიაში კონტროლი დაამყარეს ქრისტიანებით დასახლებულ 10-მდე სოფელზე. სირიელი ქრისტიანების გაერთიანება „სირიის ეროვნული საბჭოს“ ცნობით, ასობით ქრისტიანი გაიქცა ჰასაკეჰის პროვინციის ორ მთავარ ქალაქში. ამ რეგიონში ქურთებისა და ქრისტიანების შეიარაღებული რაზმები ებრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს. ვრცელდება ცნობები ეკლესიებისა და საცხოვრებელი სახლების გადაწვის შესახებ.

XS
SM
MD
LG