Accessibility links

logo-print

აშშ-ში ექსტრემისტების მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს სამი შუააზიელი ახალგაზრდა


აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სამი შუააზიელი მამაკაცი დააკავეს ბრალდებით, რომ აპირებდნენ მატერიალური დახმარების გაწევას ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოსათვის". ორი უზბეკი, 24 და 19 წლის პირები, და 19 წლის ყაზახი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, აპირებდნენ სირიაში ჩასვლას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების რიგებში საბრძოლველად. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი უზბეკი ასევე მზად იყო შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტარექტის მოსაწყობად, „ისლამური სახელმწიფოსაგან“ დავალების მიღების შემთხვევაში. ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

XS
SM
MD
LG