Accessibility links

logo-print

რუსეთმა და კიპროსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ხმელთაშუა ზღვის პორტებით სარგებლობაზე


რუსეთმა და კიპროსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის სამხედრო გემებს აძლევს კიპროსის ხმელთაშუა ზღვის პორტებით სარგებლობის უფლებას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 25 თებერვალს მოსკოვში განაცხადა, რომ კიპროსელ კოლეგა ნიკოს ანასტასიადისთან ერთად ხელი მოაწერა რამდენიმე დოკუმენტს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხელმოწერის ფონს ქმნის კრემლსა და დასავლეთს შორის გამწვავებული ურთიერთობა რუსეთის მიერ ყირიმს ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. პუტინი ირწმუნება, რომ კიპროსთან შეთანხმება არავისთვის უნდა იყოს შემაშფოთებელი. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" კიპროსის მთავრობის წარმომადგენლისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიპროსი აქამდეც აძლევდა რუსეთს მისი ნავსადგურებით სარგებლობის უფლებას, მაგრამ პირველად მოხდა, რომ ამ საკითხზე ცალკე შეთანხმება იქნა გაფორმებული.

XS
SM
MD
LG