Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის საელჩოს ავტომანქანაზე თავდასხმას


ქაბულში დანაღმული ავტომანქანით მოეწყო თავდასხმა თურქეთის საელჩოს ავტომანქანაზე, დაიღუპა ორი ადამიანი. თურქი სამხედრო პირების ინფორმაციით, ავტომანქანაში ისხდნენ პირები, რომლებსაც ევალებოდათ ავღანეთში ნატოს მთავარი წარმომადგენლის, ისმაილ არამაზის დაცვა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა ასევე ერთი თურქი ჯარისკაცი. დაიღუპა ავღანელი გამვლელიც. თავდასხმა თვითმკვლელმა მოაწყო ირანის საელჩოსთან, რომელიც თურქეთის საელჩოს გვერდით მდებარეობს. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG