Accessibility links

logo-print

უკრაინაში მეორედ აღირიცხა 24-საათიანი პერიოდი ბრძოლების მსხვერპლის გარეშე


უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში მეორედ აღირიცხა 24-საათიანი პერიოდი ბრძოლების მსხვერპლის გარეშე. 26 თებერვლის ეს განცხადება აძლიერებს იმედს, რომ ბოლო საზავო შეთანხმება იმოქმედებს მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა თავდაპირველად უგულებელყვეს ზავი და მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაიპყრეს ქალაქი დებალცევო. უკრაინის სამხედრო პრესმდივან ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ახლა უკვე ყველა პირობაა დაცული ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაატანად. კიევი აქამდე აყოვნებდა ამ ნაბიჯის გადადგმას, მისი განმარტებით, მეამბოხეების განუწყვეტელი თავდასხმების გამო. თუმცა იუწყებიან, რომ ჯერ არ არის გაცემული ბრძანება მძიმე იარაღის გატანის შესახებ.

XS
SM
MD
LG