Accessibility links

logo-print

უკრაინა იწყებს ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გატანას


უკრაინის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, იწყება მძიმე შეიარაღების გატანა ფრონტის ხაზიდან რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ მეამბოხეებთან დაპირისპირებაში მას შემდეგ, რაც მეორედ აღირიცხა 24-საათიანი პერიოდი ბრძოლებში დაღუპულების გარეშე. უკრაინის ეს განცხადება აძლიერებს იმედს, რომ ბოლო საზავო შეთანხმება იმოქმედებს მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა თავდაპირველად უგულებელყვეს ზავი და მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი დებალცევო. უკრაინის განცხადებით, მინსკში 12 თებერვალს მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად, „უკრაინა დღეს იწყებს კონტაქტის ხაზიდან 100-მილიმეტრიანი ქვემეხების გატანას“. კიევი აქამდე აყოვნებდა ამ ნაბიჯის გადადგმას, მისი განმარტებით, მეამბოხეთა განუწყვეტელი თავდასხმების გამო. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა აღმოსავლეთ უკრაინაში 5600-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG