Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკმა საქართველო მოიხსენია აღმოსავლეთის პარტნიორობის "მოწინავე ქვეყნად"


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველო მოიხსენია აღმოსავლეთის პარტნიორობის "მოწინავე ქვეყნად" და ისაუბრა ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. ტუსკმა საქართველოს შესახებ ეს განცხადებები გააკეთა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. „ჩვენ ვიმსჯელეთ ვიზების ლიბერალიზაციაზე. ამ მხრივ პროგრესს ვაღწევთ. ახლა მოველით შედეგებსა და რეკომენდაციებს ექსპერტების ამჟამინდელი მისიების შემდეგ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა, შესაძლოა რიგაში, ამ კონტექსტში წარმატებული იქნება“, განაცხადა ტუსკმა ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. იქვე ტუსკმა დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ტუსკმა გამოთქვა რიგაში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე, საქართველოში ვიზიტისათვის მზადყოფნა. რიგაში სამიტი წელს, 21-22 მაისს გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩავიდა ევროკავშირის ლიდერებთან შესახვედრად.

XS
SM
MD
LG