Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გაიმართა აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა


პრაღაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინის შეხვედრა. ცნობების თანახმად, განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის 2011 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება. ამ შეთანხმებით, შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს საბაჟო ადმინისტრირება საქართველო-რუსეთის საზღვარზე სამი სავაჭრო დერეფნის მიმართულებით (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის საზღვარზე) და მხარეებს ინფორმაცია მიაწოდოს ტვირთების შესახებ. აბაშიძის განმარტებით, ქართულმა მხარემ პრაღის შეხვედრაზე დაადასტურა, რომ დაასრულა მუშაობა რუსეთის საზღვარზე მდებარე საბაჟოებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსებისთვის საჭირო დოკუმენტებზე და კონტრაქტებზე. ასევე აბაშიძის თქმით, თავის მხრივ, რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ “ფაქტობრივად ასრულებს მუშაობას შესაბამის დოკუმენტებზე“.

XS
SM
MD
LG