Accessibility links

ნატოს ლიდერი რუსეთს მოუწოდებს, გაიტანოს იარაღი უკრაინიდან


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიტანოს სამხედრო აღჭურვილობის 1000-მდე ერთეული, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში აქვს. სტოლტენბერგი ამ საკითხს შეეხო 26 თებერვალს რომში, იტალიიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, „მიუღებელი იქნება“ რუსეთის მომხრე სეპარატისტების ნებისმიერი მცდელობა, გააფართოონ ტერიტორია, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში აკონტროლებენ. ამასთან, სტოლტენბერგმა გამოთქვა ფრთხილი ოპტიმიზმი სეპარტისტებსა და უკრაინის ჯარებს შორის მიღწეული ზავის დაცვის პერსპექტივაზე საუბრისას. ნატოს გენერალური მდივნის ინფორმაციით, ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეიტანა აღჭურვილობის 1000-ზე მეტი ერთეული - ტანკები, არტილერია, და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები.

XS
SM
MD
LG